вторник, 26 января 2016 г.

მაწავლებლის პორტფოლიო

მაწავლებლის პორტფოლიო

დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის 
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის
 მასწავლებლის სტანდარტი


მუხლი 60. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
ა) მიმართულება: ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
ა.ა) მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება ჯანსაღი ცხოვრების წესის როლსა და მოზარდის ანატომიურ – ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას შორის;
ა.ბ) პირადი ჰიგიენის, დაზღვევა-დახმარების, თვითდაზღვევისა და უსაფრთხოების წესების (სპორტულ დარბაზში და სპორტულ მოედანზე ვარჯიშისას და საზოგადოდ) დაცვა;
ა.გ) საკუთარი მოძრაობების მართვის ხერხების სისტემური ათვისება და ამ გზით ცხოვრებაში აუცილებელი მოძრაობითი შემძლეობის, ჩვევებისა და მათთან დაკავშირებული ცოდნის შეძენა და პრაქტიკაში რაციონალური გამოყენება;
ა.დ) მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება ჯანსაღი ცხოვრების წესის (ჯანმრთელობის გაკაჟება, ფიზიკური განვითარება, ორგანიზმის ფუნქციურ შესაძლებლობათა გაფართოება, მოძრაობითი უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება) როლსა და საზოგადოებაში პიროვნების წარმატებული ინტეგრაციის (შრომისმოყვარეობა, ზნეობრივი ნორმებისადმი ერთგულება, პატრიოტიზმი, სიმამაცე, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა) პროცესს შორის;
ა.ე) განსაკუთრებული შემთხვევის დროს ადეკვატურად რეაგირება და პირველადი დახმარების აღმოჩენის უნარი.
ა.ვ) მოზარდის საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში შესაძლო საფრთხეების ანალიზი (იცნობს უსაფრთხოების წესებს, სხვადასხვა მოქმედების ხერხებს და ფლობს შესაძლო კრიტიკული სიტუაციიდან გამოსვლის საშუალებებს).

ბ) მიმართულება: მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები
ბ.ა) ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოძრაობითი მოქმედებების შესრულების ხერხების წარმოჩენა (მთლიანად ან ელემენტებად, შენელებულ ან ჩვეულებრივ ტემპში);
ბ.ბ) ცალკეული მოძრაობების იზოლირება და ერთმანეთთან შედარება, მათი შეგნებულად მართვა, საკუთარი შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენება, ფიზიკური მუშაობის მცირე დროში შესრულება;
2
ბ.გ) მოძრავი და სპორტული თამაშების წესების ცოდნა და პრაქტიკული გამოყენება;
ბ.დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების ინტეგრაცია თანატოლებთან და მათი ჩართვა გუნდურ თამაშებსა და ინდივიდუალურ მოძრაობით მოქმედებებში.

გ) მიმართულება: აქტიური მონაწილეობა
გ.ა) ორგანიზმის გაკაჟებისა და ჯანმრთელობის განმტკიცებისათვის აუცილებელი ფიზიკური აქტივობების დანერგვა და განვითარება;
გ.ბ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი (ტურისტული) ლაშქრობა-ექსკურსიების დროს სავალდებულო წესების, სპეციალური ნორმებისა და მოთხოვნების ცოდნა და პრაქტიკული გამოყენება;
გ.გ) კლასგარეშე აქტივობების (შრომითი, სპორტული, სამხედრო-პატრიოტული, საზოგადოებრივი და სხვა) აღწერა და გამოყენება.

მუხლი 61. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
ა) ცხოვრების ჯანსაღი წესის არსი, მისი მთავარი პრინციპები, მათი დანერგვისა და დაცვის აუცილებლობა, შრომით, საოჯახო-საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობა-მონაწილეობა;
ბ) ფიზიკური აღზრდის მიზანი, და ამოცანები ;
გ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საწყისი ცნებები: ფიზიკური აღზრდა, ფიზიკური მომზადება, ფიზიკური კულტურა, ფიზიკური სრულყოფა, ფიზიკური განვითარება, სპორტი, სპორტული წრთვნა;
დ) მოტორული (მოძრაობითი) უნარ-ჩვევების საფუძვლები, რაციონალური ტანადობის განვითარების და კუნთური მასის ზრდის მასტიმულირებელი ვარჯიშები, მათი პრაქტიკული მნიშვნელობა, სარგებლიანობა, რიგითობა, სიხშირე რიტმი, მოცულობა და ა.შ. (ინდივიდუალური და ჯგუფური ვარჯიშების კომპლესები მოძრაობითი უნარიანობის განვითარების შესაძლებლობათა მიხედვით);
ე) სპორტის და ოლიმპიური თამაშების საინტერესო ფაქტები, ქართველ სპორტსმენთა სპორტული მიღწევები და სხვა;
ვ) მოძრაობითი მოქმედებების სწავლების საშუალებები და მეთოდები; სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოზარდებთან მუშაობის სპეციფიკა;
ზ) მოძრავი თამაშების ჩატარების მეთოდიკა; თამაშის მომზადება, თამაშის დაწყება და მისი ხელმძღვანელობა, თამაშის ორგანიზებულად დამთავრება;
3
თ) ფიზიკური ვარჯიშები- ფიზიკური აღზრდის ძირითადი სპეციფიკური საშუალება (შინაარსი და ფორმა).ფიზიკურ ვარჯიშთა ტექნიკა; მოძრაობის მახასიათებლები, მოძრაობითი მოქმედებების ტექნიკურად შესრულების ზოგადი წესები, ფიზიკურ ვარჯიშთა კლასიფიკაცია, ვარჯიშთა ეფექტურობის დამოკიდებულობა მათი გამოყენების პირობებზე;
ი) ფიზიკური აღზრდის მეთოდების სტრუქტურული საფუძვლები (დატვირთვა და დასვენება, როგორც ფიზიკური აღზრდის მეთოდების სპეციფიკური კომპონენტები; ზუსტად რეგლამენტებული ვარჯიშის მეთოდები; თამაშობითი და შეჯიბრებითი მეთოდები; სიტყვიერი და თვალსაჩინო ზემოქმედების საშუალებათა გამოყენების მეთოდები);
კ) სპორტულ გამაჯანსაღებელი (მაგ. ტურისტული) ლაშქრობა-ექსკურსიების მნიშვნელობა და ორგანიზება (ლაშქრობის ხასიათი, მისი სირთულე და სახეობა, მარშუტის მანძილი, გზისა და რელიეფის ხასიათი, წლის პერიოდი, კლიმატური პირობები, მოსწავლეთა რაოდენობა და მათი ფიზიკური და ტექნიკური მომზადება, უზრუნველყოფა საჭურველ-კაზმულობით, კვების პროდუქტებით, სატრანსპორტო საშუალებით და სხვა);
ლ) ფიზიკური აღზრდის მეთოდური პრინციპები ( დიდაქტიკური პრინციპები);
მ) სპორტული ტერმინოლოგია;
ნ) სწავლების პროცესის წინაპირობები და ეტაპები (სწავლების პირველდაწყებითი ეტაპი, გაღრმავებული სწავლების ეტაპი, ცოდნის განმტკიცებისა და შემდგომი სრულყოფის ეტაპი);
ო) ფიზიკური თვისებები (ძალა, გამძლეობა, სისწრაფე, სიმარჯვე, კოორდინაციული და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი სხვა უნარიანობა); ამოცანები, საშუალებები და მათი განვითარების მეთოდები;
ჟ) გაკვეთილის განმსაზღვრელი ნიშნები; ამოცანების დასახვა გაკვეთილზე; გაკვეთილის სტრუქტურა (ნაწილები); დატვირთვის რეგულირებისა და მოვარჯიშეთა ორგანიზაციის მეთოდიკა; საინტერესო და სახალისო გაკვეთილის განსაზღვრელი პირობები; სასწავლო გეგმის მიხედვით გაკვეთილების დაგეგმვა და აღრიცხვა;
რ) ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გადახრების მქონე მოსწავლეებთან მეცადინეობების თავისებურებები;
ს) ინდივიდუალური მიდრეკილებისა და თანდაყოლილი მონაცემების სწორი შეფასება და შესაბამისი სპორტის სახეობის შერჩევა ;
ტ) ფიზიკური,ტექნიკური, ტაქტიკური, ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური მომზადება;
უ) რაციონალური კვება; საკვების მნიშვნელობა ბავშვთა ზრდა-განვითარების, ჯანმრთელობის განმტკიცებისა და შრომისუნარიანობის ამაღლებაში; საკვების რაციონის ფიზიოლოგიური მოთხოვნები, საკვების შემადგენლობა (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები)
4
და კალორიულობა; საჭირო ვიტამინების სადღეღამისო ნორმები; კვების რეჟიმი, სპორტული დიეტა;
ქ) ბუნებრივი გარემოს გამაჯანსაღებელი ძალები(მზე, ჰაერი,წყალი) და ჰიგიენური ფაქტორები, როგორც ფიზიკური აღზრდის საშუალება. ბუნებრივი ფაქტორების მიზაშეწონილი გამოყენებით ფიზიკური ვარჯიშობის პროცესში ორგანიზმის გაკაჟება და სხვა რთულ პირობებთან ორგანიზმის შეგუება. პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა; ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ჰიგიენა; სხეულის მოვლის წესები და პროცედურები; ჰიგიენური მოთხოვნები სპორტული ტანსაცმლისა და სპორტული ფეხსაცმელების მიმართ; ფიზიკური კულტურისა და სპორტის სამეცადინო ადგილის, სპორტული ინვენტარის, სპორტული დარბაზისა და სათავსოების ჰიგიენის დაცვა;
ღ) ტრავმატიზმის პროფილაქტიკა, რეგულარული სამედიცინო შემოწმების მნიშვნელობა; პირველადი სამედიცინო დახმარება და მისი ორგანიზაცია;
ყ) მავნე ჩვევების გავლენა ადამიანის ფსიქიკასა და ხასიათზე (აპათია, აგრესია, დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, ყურადღების გაფანტვა და სხვა);
შ) თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მავნე ზემოქმედება;
ძ) ადამიანთა ურთიერთობა, თანაცხოვრების პრინციპების დაცვა, უმწეოთა მიმართ თანაგრძნობა; ტოლერანტობა (უნარშეზღუდული ადამიანების, საპირისპირო სქესის, უფროსი ასაკის პირთა, ეროვნების, რელიგიის და ა. შ. წარმომადგენელთა მიმართ).

მუხლი 62. სწავლების მეთოდები
ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა:
ა.ა) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პროგრამაზე დაყრდნობით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, შესაბამისი ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;
ა.ბ) ისეთი სასწავლო გეგმის შედგენა, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა ასაკობრივ და გენდერულ თავისებურებებს, მათ შემძლეობით უნარიანობას, ინტერესებსა და მოთხოვნილებებს, არსებულ მატერიალურ რესურსებს; უსაფრთხოების წესების დაცვას;
ა.გ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პროგრამის შესაბამისი სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიების განსაზღვრა: სიტყვიერი და თვალსაჩინო ზემოქმედების საშუალებები - დიდაქტიკური თხრობა, საუბარი, განსჯა, ინსტრუქტირება, თანხმლები განმარტება, ძახილები და მიმართვები, სიტყვიერი შეფასება, სიტყვიერი ანგარიში და ურთიერთგანმარტება, თვითახსნა და თვითბრძანება, ნატურალური და შუალობითი დემონსტრირება, საგნობრივ-მოდელური და მაკეტური დემონსტრირება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით დემონსტრირება და სხვა.
5
ა.დ) მოძრაობათა სწავლების პროცესის თავისებურებათა იმ კანონზომიერებების განსაზღვრა, რომელთა მიხედვით ხორციელდება მოძრაობითი შემძლეობის, ჩვევებისა და მასთან დაკავშირებული ცოდნის მიზანდასახული ჩამოყალიბება; ფიზიკური ვარჯიშების ტექნიკის დასწავლის, განმტკიცებისა და სრულყოფის ოპტიმალური გზების შერჩევა;
ა.ე) სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ორი ძირითადი მიმართულების-ზოგადმოსამზადებელის და სპეციალიზებულის ურთიერთკავშირის გათვალისწინება;
ა.ვ) მოსწავლეთა შესაძლებლობების შესაბამისი სხვადასხვა ტიპისა და სირთულის დავალებების (ვარჯიშები, მოძრაობითი მოქმედებები, სიტუაციური ამოცანები) შერჩევა/შედგენა;
ა.ზ) ჰიგიენური და უსაფრთხოების წესების შესწავლისათვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა:

ბ) კომპლექსური ხასიათის სასიცოცხლო მნიშვნელობის მოძრაობითი და მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის აუცილებელი აქტივობების დაგეგმვა:
ბ.ა) მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის განვითარებისათვის შესაბამისი გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა;
ბ.ბ) ამ მიზნების შესაბამისი კომპლექსური ვარჯიშების შერჩევა/შემუშავება; უხეში შეცდომების აცილების მიზნით სპეციალური ტრენაჟორების, დამხმარე საშუალებების, სპორტული იარაღებისა და ინვენტარის გამოყენება;
ბ.გ) მოსალოდნელი შედეგის შინაარსისა და მიზნების რუკის შედგენა, რომელშიც აისახება შედეგის მისაღწევად საჭირო ვარჯიშები (თავის, კისრის, გულ-მკერდის, მუცლის, ქვემო და ზემო კიდურების კუნთები, სასუნთქი აპარატი და სხვა), მათი თანმიმდევრობა, ინტენსივობა და ა.შ.;
ბ.დ) ამ რუკაზე დაყრდნობით სხვადასხვა ტიპისა და სირთულის ვარჯიშების შერჩევა/შემუშავება, რომლებიც მოსწავლეებს ეტაპობრივად განუვითარებს კომპლექსურ, სასიცოცხლო მნიშვნელობის მოძრაობით და მოტორულ უნარ-ჩვევებს;
ფიზიკური აღზრდის და სპორტის საგნობრივ პროგრამაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩასართავად ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა;

გ) სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი კომპლექსური ხასიათის ჯგუფური აქტივობების დაგეგმვა:
გ.ა) გუნდური თამაშების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი (ტურისტული) ლაშქრობების, სპორტული შეჯიბრებების შერჩევა/შემუშავება;
6
გ.ბ) სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის სხვა საგნისა და საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებთან თანამშრომლობა და მოძრაობითი აქტივობების ერთობლივი დაგეგმვა.
გ.გ) დაგეგმილ აქტივობათა განხორციელებისათვის საჭირო დროის განსაზღვრა, თითოეული აქტივობის მსვლელობის ეტაპების დაგეგმვა და სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების შერჩევა: ინდივიდუალური, ჯგუფური, გუნდური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა;

მუხლი 63. სასწავლო პროცესის წარმართვა
ა) დაგეგმილი გაკვეთილების პრაქტიკაში განხორციელება: (პირდაპირი ინსტრუქცია, კოოპერირებული შესწავლა, დისციპლინათშორისი ინსტრუქციები), რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს მოსწავლეთა მოტივაცია და წარმატებულობა;
ბ) მრავალფეროვანი აქტივობებისა და სტრატეგიების გამოყენება მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების მიზნით - სახალისო პრობლემური სიტუაციების, მოსწავლის ინტერესებთან და პირად გამოცდილებასთან დაკავშირებული პრობლემების, საკითხების, ვარჯიშთა კომპლექსების გამოყენება;
გ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს ყოველი მოსწავლის ჩაბმას აქტივობებში (მათ შორის არასათანადო ფიზიკური მდგომარეობის მქონე და სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდების): დიფერენცირებული მოთხოვნების წაყენება მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით;
დ) შესაბამისი რესურსების (სპორტული ინვენტარი, სპორტული იარაღები, მოწყობილობები, კომპიუტერი, ვიდეომასალა, ექსპერტების მოწვევა და სხვა) შერჩევა და ამა თუ იმ სამოძრაო და მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის აუცილებელი მოქმედებებისა თუ ვარჯიშების შესასრულებლად ნათელი და ამომწურავი ინსტრუქციების მიცემა.

მუხლი 64. შეფასება
ა) განმავითარებელი შეფასების გამოყენება მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით;
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერი¬უმებისა და სქემების შედგენა და გამოყენება;
ბ) მოსწავლეთა პროგრესისა და მიღწევების მონიტორინგის წარმართვა;
გ) მოსწავლეთა საჭიროებების, პროგრესისა და მიღწევების აღნუსხვა, ანალიზი და ანგარიშის სახით წარმოდგენა;
დ) მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად შეფასების მონაცემების გამოყენება;
7
საკუთარი პედაგოგიური საქმიანობის შეფასება;

მუხლი 65. ფიზიკური აღზრდის სწავლების შედეგად მოსწავლის პიროვნული განვითარების უზრუნველყოფა


ა) მოსწავლეთათვის ისეთი აქტივობების/ამოცანების (პრობლემური საყოფა¬ცხოვრებო სიტუაციური ამოცანების გადაჭრა, ვარჯიშების კომპლექ¬სების შემუშავებაში, სპორტულ ღონისძიებებში, ინტერდისციპლინარულ აქტივო¬ბებში მონაწილეობა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ტურისტული ლაშქრობების და სხვა ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა) შეთავაზება, რომელიც ხელს შეუწყობს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, ფიზიკური და ფსიქიკური უნარების განვითარებას და ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
ბ) ისეთი აქტივობების შერჩევა/შედგენა, რომელიც ასახავს რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციას და საშუალებას მისცემს მოზარდებს, დაუკავშირონ საკუთარი გამოცდილება არსებულ სოციოკულტურულ გარემოსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ სხვადასხვა ტიპის ცხოვრების წესს; ამოიცნონ და გააანალიზონ მსგავსება-განსხვავებები, დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები, გამოიტანონ დასკვნები და მოახდინონ შეფასებები.
გ) მოსწავლეების მოთხოვნილებებზე (კონკრეტული მოსწავლისა და კლასის შესაძლებლობებზე, მიღწევებზე, წარუმატებლობის მიზეზებზე) ორიენტირებული კვლევის წარმოება. ამ მიზნიდან გამომდინარე, კოლეგებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა, რაც უზრუნველყოფს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მაქსიმალურ მიღწევას; ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების შესწავლა-სწავლების პროცესისთვის საჭირო გაკვეთილების დაგეგმვა იმგვარად, რომ გამოიწვიოს მოსწავლეთა მაქსიმალური დაინტერესება, მოტივაციის აღძვრა; ხელი შეუწყოს დასახული მიზნების თანმიმდევრულად მიღწევას, კლასის ორგანიზებას, მართვას, მოსწავლეთა შემოწმებისა და შეფასებისათვის საჭირო ხერხებისა და მეთოდების წარმატებით გამოყენებას.
დ) იმ საშუალებების, მეთოდებისა და ხერხების თანმიმდევრულად გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ სწავლების აუცილებელ ეფექტს.

 სილაბუსი


სილაბუსი სასწავლო კურსის პროგრამა


საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება

ეროვნული სასწავლო გეგმა
საშუალო განათლების საფეხური (დაწყებითი, საბაზო და საშუალო)

დაწყებითი  საფეხური
სასწავლო საგნის დასახელება

სწავლების კლასი

სპორტი

V  კლასი
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა და პერიოდი

სასწავლო წლის განმავლობაში    2015–2016 წელი
თანამდებობა
მასწავლებელი
 მასწავლებლის სახელი და გვარი
(ტელეფონის ნომერი ელ-ფოსტა)
შორენა შენგელია
597 00 48 29
shorenashengelia83@gmail.com




სასწავლო კურსის მიზანი
    უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებში სპორტის მიზანი და ამოცანები:ჯანმრთელობის გამტკიცება,ტანადობის გაუმჯობესება,მოსწავლეების ჰარმონიული განვითარებისათვის ხელის შეწყობა,კორდინაციის განვითარება,უსაფრთხოების წესების დაცვა,ჰიგიენის შესახებ ელემენტარული ცოდნის შეძენა,უკვე არსებული და შეძენილი უნარ-ჩვევების გამტკიცება,აგრეთვე დღის რეჟიმის ორგანიზაციის გაცნობა და ორგანიზმის გაკაჟების წესების დაუფლება მეხსიერების განვითარებისათვის ხელის შეწყობა.

  
 სწავლის შედეგი
      სრული სწავლის გავლის შემდეგ მოსწავლეები უნდა ფლობდეს აუცილებელ სამოძრაო უნარ-ჩვევებს(გადაადგილება-ხტუნვა,სირბილი;მანიპულირება-დაჭერა,გადაგდება;წონასწორობის შენარჩუნება-გადახტომა დახტომა).



შეფასების კრიტერიუმი
      სპორტის გაკვეთილზე აკადემიური მოსწრების აღრიცხვა ხშირი და მრავალ ფეროვანი უნდა იყოს. უნდა შეფასდეს არამარტო წარმატებულად შესრულებული ვარჯიშის ტექნიკის კომპონენტები,არამედ შეძენილი უნარჩვევები და ზოგადი ცოდნა ამ ვარჯიშზე.უნდა შეფასდეს აგრეთვე გაკვეთილზე აქტიურობა,უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს მოსწავლის მონდომება საერთოდ აუცილებელია მოსწავლემ იცოდეს შეფასების კრიტერიუმები შეფასებისას მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფსიქიკურ-ფიზიკური შესაძლებლობები,ინდუვიდუალურობა და ხასიათი.



სწავლება და სწავლების მეთოდები
      სასწავლო პროცესში გამოიყენება სწავლების ისეთი ფორმები და მეთოდები, როგორიცაა  ჯგუფური ინდივიდუალური და ინტერაქტიული მეთოდები,ხოლო ფიზიკური თვისებების განვითარებას უნდა მივაღწიოთ გარკვეული ხასითის ვარჯიშებითა და მათი ჩატარების მეთოდის შერჩევით,მაგალითად სიმარჯვის განვითარება,სისწრაფის განვითარება,ძალის განვითარება,გამძლეობის განვითარება და მოქნილობის განვითარება.ასევე ეფეკტური ხერხებით უნდა წარიმართოს მოსწავლის მონდომება და ენერგია რომ ფიზიკური აღზრდის პროცესი სახალისო და საინტერესო საქმეთ იქცეს

                                                                                       

გაკვეთილის  

 გეგმა-კონსპექტი

საგანი:        სპორტი
კლასი:        5 კლასი
პედაგოგი: შორენა შენგელია
თარიღი :     29.09.2015  / 31.09.2015
გაკვეთილის თემა
karate: varjiSebi ადამიანის ჰარმონიული განვითარების,ჯანმრთელობის, თავდაცვის,siswrafis gaviTarebisaTvis.
მიზანი

მიცემული დავალება ვარჯიშების მსვლელობის დროს  და მისი კონპლექსი  მიზნად ისახავს სისწრაფის და მოქნილობის განვითარებს
აქტივობა
გაკვეთილის  მსვლელობაში  მონაწილე მოსწავლეთა უმრავლესობა  დიდი მონდომებით ასრულებენ  მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებას.  და ყურადღებას ამახვილებენ  ვარჯიშების შესრულების დროს  მასწავლებლის მიერ მიცემულ შენიშვნებზე.
ორგანიზება

დავალებას მოსწავლეები ასრულებენ  თნმიმდევრულად ჯგუფური მეთოდით
დრო

მიცეული დავალების შესასრულებლად მოსწავლეები ანდომებენ ორ-ნახევარფ წუთს.
რესურსი

 სკოლის სავარჯიშო მოედანი ,წამზომი მოსწავლეთა სპორთული ფორმები.
დამატებითი აქტოვობები

საჭიროებისამებრ:მსალის შესწავლის დროს მისი არასწორად შესრულების შემთხვევაში,მასწავლებლის მიერ რამოდენიმეჯერ ჩვენება და განმიორებით მიცემული დავალების განმტკიცება.
შეფასება

გაკვეთილზე აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მათი შეფასება
თვით შეფასება

მოსწავლეთა მიერ კარგად იქნეა შესრულებული გაკვთილის ძირითადი დავალება(ვარჯიშები სისწრფის განვითარებისას)რაც გაკვეთილის დასკვნით ნაწილში დამაკმაყოფილებლად იქნა შესრულებულიუ








































четверг, 21 января 2016 г.

მთავარი





     მოგესალმებით, მე გახლავართ შორენა შენგელია სკოლა გიმნაზია "პირველის" სპორტის პედაგოგი.
    ვარ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი,კავკაიის თასის მფლობელი. ევროპის ჩემპიონი. შავი ქამარი მეორე საერთაშორისო დანი. გავლილი მაქვს სამწვრთნელო  D, B, C.კატეგორიებიები.ამჯამად ვარ საქართველოს კარატეს ფედერაციის A კატეგორიიის მწვრთნელი.



  CV
სახელი:          შორენა
 გვარი:            შენგელია
 მისამართი:    ზაქარია მხარგრძელის ქუჩა.ბინა 2.
 ტელ:              2 45 67 70. 597 00 48 29
 ელ-ფოსტა:   shorenashengelia83@gmail.com


 პირადი ინფორმაცია:
სქესი:                                 მდედრობითი
დაბადების თარიღი:        30.07.1983წ
ეროვნება:                          ქართველი
ოჯახური მდგომარეობა:   დაოჯახებული


 განათლება:  უმაღლესი
2000-2005 წწ. თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი,იურიდიული ფაკულტეტი. სპეციალობა სამართალმცოდნე.
სამუშაო გამოცდილება: ჩხოროწყუს კარატეს ფედერაციის მწვრთნელი.2002წ. 2003წ. 2004წ. 2005წ. 2006წ.2007წ.  სკოლა გიმნაზია"პირველის" პედადაგოგი.2015-2016 წწ.

სასწავლო გეგმა

გაკვეთილის  

 გეგმა-კონსპექტი

საგანი:        სპორტი
კლასი:        5 კლასი
პედაგოგი: შორენა შენგელია
თარიღი :     29.09.2015  / 31.09.2015
გაკვეთილის თემა
karate: varjiSebi ადამიანის ჰარმონიული განვითარების,ჯანმრთელობის, თავდაცვის,siswrafis gaviTarebisaTvis.
მიზანი

მიცემული დავალება ვარჯიშების მსვლელობის დროს  და მისი კონპლექსი  მიზნად ისახავს სისწრაფის და მოქნილობის განვითარებს
აქტივობა
გაკვეთილის  მსვლელობაში  მონაწილე მოსწავლეთა უმრავლესობა  დიდი მონდომებით ასრულებენ  მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებას.  და ყურადღებას ამახვილებენ  ვარჯიშების შესრულების დროს  მასწავლებლის მიერ მიცემულ შენიშვნებზე.
ორგანიზება

დავალებას მოსწავლეები ასრულებენ  თნმიმდევრულად ჯგუფური მეთოდით
დრო

მიცეული დავალების შესასრულებლად მოსწავლეები ანდომებენ ორ-ნახევარფ წუთს.
რესურსი

 სკოლის სავარჯიშო მოედანი ,წამზომი მოსწავლეთა სპორთული ფორმები.
დამატებითი აქტოვობები

საჭიროებისამებრ:მსალის შესწავლის დროს მისი არასწორად შესრულების შემთხვევაში,მასწავლებლის მიერ რამოდენიმეჯერ ჩვენება და განმიორებით მიცემული დავალების განმტკიცება.
შეფასება

გაკვეთილზე აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მათი შეფასება
თვით შეფასება

მოსწავლეთა მიერ კარგად იქნეა შესრულებული გაკვთილის ძირითადი დავალება(ვარჯიშები სისწრფის განვითარებისას)რაც გაკვეთილის დასკვნით ნაწილში დამაკმაყოფილებლად იქნა შესრულებულიუ







































სილაბუსი

სილაბუსი
კლასი 9 I სემესტრი  საგანი სპორტი მასწავლებელი შორენა შენგელია
N კვირა თვე თემის დასახელება რესურსები აქტივობა/ტიპი მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
1 პირველი კვირა სექტემბერი ორგანიზაციული ღონისძიებები ჩატარების ადგილი.- სპორტული დარბაზი. ბავშვების მოწყობა, სასწავლო პროგრამის გაცნობა, მოძრავი თამაშები. დარბაზისა და პროგრამის გაცნობა, ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკური საფუძვლების გაცნობა.
2 სამწყობრო ვარჯიშები საკონტროლო სასტვენი. ძახილების-დადექ, სწორდი,სმენა, ადგილიდან სიგრძეზე ხტომა, მოძრავი თამაშები.გაკვეთილის შეჯამება. სამწყობრო ვარჯიშის შესწავლა,რრბენის ტექნიკის შესწავლა, ხტომები ადგილიდან, საერთო გამძლეობისა და სისწრაფის განვითარება.
3 მეორე კვირა სამწყობრო ვარჯიშები. სინქრონული გადაადგილება მარჯვენა ფეხი წინ.მარცხენა უკან. ნასწავლი ვარჯიშების შესრულების ტექნიკის გაუმჯობესება, სრულყოფა.
4 ფეხის აქნევი. წინ, გვერდზე. უკან,ტრიალში. ხალიჩა. გაწელვა. ფეხების, დგომში და ხალიჩაზე მჯდომიარე მარჯვენა, მარცხენა შუა. ვარჯიშების შესრულების შემდეგ შპაკატი. ხელს უწყობს მოქნილობას, ელასტიურობას.
5 მესამე კვირა ტექნიკა: კიბადაჩიდან, ძუკი ჯოდან, ძუკი ჩუდან. ერთ ხაზზე დგომა გოგონები წინ დგანან ხაზზე, ბიჭები უკან. ტექნიკის შესწავლა ხელს უწყობს თავდაცვით ბლოკების ათვისებას.
6 კიბადაჩიდან ტექნიკა. ძუკი,აგე-უკე.სოტო-უკე,უჩი-უკე,გედან-ბარაი.ძენკუცუდაჩიდან ტექნიკა გადაადგილებით სასტვენი მწყობრში დგომა და თვლაზე მოქმედების სესრულება ხელს უწყობს კორდინაციის განვითარებას.
7 მეოთხე კვირა ოქტომბერი დზენკუცუდაჩიდან მოძრაობის შესრულება.სრული ტეკნიქა. ხალიჩა მოწყობა 2 ხაზად. მოქმედცების შესრულება თვლაზე და თვლის გარეშე კოორდინაციის განვითარება, მოქნილობა და სიზუსტის განვითარება.
8 პრესი.ფეხების და ხელების წვდომა ერთდროულად. ხელებზე აზიდვა. მუჭებზე აზიდვა, ხალიჩა თვლაზე აზიდვების შესრულება. აზიდვების შესასრულებლად ხელების შეჩვევა ადგილზე დგომა ძალის, გამძლეობის და კოორდინაციის განვითარება, სისწრაფისა და მოქნილობის განვითარება.
9 მეხუთე კვირა ოქტომბერი შპაკატი. ხიდი ფეხებზე მიწვდომა ხალიჩა.წამზომი. წრის შეკვრა. თვლაზე მოქმედების შესრულება. სწორი ტანადობა.
10
11 მეექვსე კვირა თამაში "პირველობისთის" კენტუსები 2 წამყვანი მოსწავლე არჩევანი და არადანი, ირჩევს და დგება 2 გუნდი ხდება ქულების გამოთვლა. ხელს უწყობს გონებრივ და ფიზიკურ მომზადებას.გუნდური ერთობლიობა.
12 სასპარინგო ტექნიკა. დგომი, ხტუნაობა,წინ და უკან,ნახტომში დარტყმის შესრულება,კიზამი ძუკი,გიაკო ძუკი. კენტუსები ნელი ტემპით შესრულება. რათა დავიცვათ დარტყმის სიზუსტე.გაკვეთილის შეჯამება. ზოგადი გამძლეობის განვითარება,ორთაბრძოლების ტექნიკის სრულყოფა და დახვეწა.
13 მეშვიდე კვირა ტექნიქა გადაადგილებით ძენკუცუდაჩი, კიბადაჩი.კოკუცუდაჩი.აზიდვები. ხელებზე. მუჭებზე. მაჯაზე ხალიჩა. თვლაზე გადაადგილება.ფეხების გამაგრება. აზიდვების შესასრულებლად ხელების შეჩვევა ადგილზე დგომა ზოგადი გამძლეობის განვითარება, კოორდინაცია, სიზუსტე და სხვა ფიზიკური თვისებები.
14 სპარინგების ტექნიკა.ოი-ძუკი გიაკო-ძუკი.მავაშიგერის სწორი დარტყმა.მუხლი-სტარტის გამოყენებით. კენტუსები თვლაზე და თვლის გარეშე მოქმედების შესრულება შეტევის განხორციელების სიზუსტე
15 მერვე კვირა ნოემბერი მძლეოსნობა სიგრძეზე სირბილი 60 მ-ზე რბენის ტექნიკის შესწავლა. გაკვეთილის შეჯამება. წონასწორობისა და კოორდინაციის განვითარება, სისწრაფისა და მოქნილობის განვითარება.
16 კუმიტე გოხონ-კუმიტე ხალიჩა. კენტუსები წყვილებში დგომა და თვლაზე შეტევისა და თავდაცვის შესრულება თავდაცვა და შეტევის განხორციელება
17 მეცხრე კვირა თამაში "პირველობისთის" კენტუსები 2 წამყვანი მოსწავლე ირჩევს და დგება 2 გუნდი ქულების გამოთვლით. ხელს უწყობს გონებრივ და ფიზიკურ აქტივობას.გუნდური თამაშების დარგვას.
18 მძლეოსნობა წამზომი, ტ/სკამი, ლეიბი, ბარიერები. სამწყობრო ვარჯიშები, სიუჟეტური ვარჯიშები მოქნილობასა და წონასწორობაზე, გაკვეთილის შეჯამება. წონასწორობისა და კოორდინაციის განვითარება, სისწრაფისა და მოქნილობის განვითარება, დამოუკიდებლობისა და აქტიურობის აღზრდა.
19 მეათე კვირა ნოემბერი დზენკუცუდაჩიდან მოძრაობის შესრულება.ნასწავლი ტექნიკა.კოკუცუდაჩიდან შოტო-უკე. დარბაზი მოწყობა 2 ხაზად. მოქმედცების შესრულება თვლაზე და თვლის გარეშე კოორდინაციის განვითარება, მოქნილობა და სიზუსტის განვითარება.
20 აკრობატული ვარჯიშები. თამაში "ნიჭიერი" ხალიჩა. 4 სკამი 4- 4ად ვიყოფით.4 გოგო 4 ბიჭი.მიღწეული შედეგის შემდგომ ვიწყებთ წამზომის ჩართვას. სპორტულ თამაშებში ერთმანეთისთვის ხელის შეწყობა.თანადგომა. ურთიერთპატივისცემა გუნდური განწყობის შექმნა.
21 მეთერთმეტე კვირა კატა.ხიან-შოდან. პირველი ნახევარი. აგეუკემდე. ხალჩა თვალზე და თვლის გარეშე.უკლებლივ ყველა მოსწავლე ცდილობს და ჰყვება ჯგუფს.გადაადგილდებიან უკვე ნასწავლი დგომით და ტექნიკით,გვერდზე და წინ. კარატეს სწორი ტექნიკის შესრულება
22 ჯუი კუმიტე ხალიჩა კენტუსები წყვილებში დგომა და თვლაზე შეტევისა და თავდაცვის შესრულება თავდაცვა და შეტევის განხორციელება
23 მეთორმეტე კვირა დზენკუცუდაჩიდან მოძრაობის შესრულება.კატის შესასრულებლად ყველა ილეთის ფლობა. გადაადგილებით და ადგილზე. მოწყობა 2 ხაზად. მოქმედცების შესრულება თვლაზე და თვლის გარეშე კოორდინაციის განვითარება, მოქნილობა და სიზუსტის განვითარება.
24 სიგრძეში ხტომა. ბუქნი.აზიდვა ხელებზე მაგნიტოფონი, ბურთი. აკრობატიკა, კოტრიალი, საცეკვაო ნაბიჯები-წრიულ პოლკა, გაკვეთილის შეჯამება. წონასწორობისა და კოორდინაციის განვითარება, ტაქტისა და რიტმის გრძნობის განვითარება.
25 მეცამმეტე კვირა დეკემბერი ტანვარჯიშულ სკამზე აზიდვა, წინაღობებით სირბილი. ტ/სკამი, რგოლები. წინ და უკუტრიალები, სკამზე ცოცვა, ვარჯიში სახტუნელათი, ამანათრბენი, გაკვეთილის შეჯამება. კოორდინაციისა და გამძლეობის განვითარება. სკამზე მიზიდვის ტექნიკის განვიღარება, გუნდური მუშაობის პრინციპის განვითარება.
26 აკრობატიკა, მიზიდვები, ვარჯიშები სახტუნელათი. ლეიბები, კეგლი, პატარა ბურთები. წინ და უკუტრიალები, სკამზე ცოცვა, ვარჯიში სახტუნელათი, ამანათრბენი, გაკვეთილის შეჯამება. კოორდინაციისა და გამძლეობის განვითარება. სკამზე მიზიდვის ტექნიკის განვიღარება, გუნდური მუშაობის პრინციპის განვითარება.
27 მეთოთხმეტე კვირა სამწყობრო ვარჯიშები, აკრობატიკა და ცეკვა. ლეიბი, კეგლები, პატარა ბურთები, სამწყობრო ვარჯიშები, აკრობატიკა, ცეკვები, მ/თამაში -ცეცხლის ხაზი, გაკვეთილის შეჯამება. წონასწორობისა და კოორდინაციის განვითარება, სისწრაფისა და მოქნილობის განვითარება, საერთო გამძლეობის განვითარება.
28 ბეჭყირა და ცეკვები. ლეიბები, ტ/სკამი, კეგლები, ალმები, მაგნიტოფონი. ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშები, აკრობატიკა ცეკვები, წინაღობის ზოლი, გაკვეთილივ შეჯამება. სისწრაფისა და მოქნილობის განვითარება, ზოგადი გამძლეობის განვითარება, ნასწავლი ვარჯიშებისა და ილეთების სრულყოფა და ცოდნის გამოყენება.
29 მეთხუტმეტე კვირა დეკემბერი ვარჯიშები სახტუნელათი, რგოლებით დაწონასწორობაზე. ლეიბი, სახტუნელა, რგოლები, კუბიკები, კეგლები. ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშები, ვარჯიში რგოლებით, სახტუნელათი, მოძრავი თამაში,,ავიღოთ მოსავალი,,გაკვეთილის შეჯამება. წონასწორობის და კოორდინაციის განვითარება, სისწრაფისა და მოქნილობის განვითარება, ზოგადი გამძლეიბის განვითარება.
30 ვარჯიშები სახტუნელათი, აძალვები. წამზომი, სახტუნელა, ამანათის ჯოხი, საკონტროლო ალამი. სამწყობრო ვარჯიშები, საგნებით სიმაღლიდან ჩამოხტომა და სიმაღლეზე ხტომა, აჩალვები ტანვარჯიშულ სკამზე, მ/თამაში ამანათი. გაკვეთილის შეჯამება. წონასწორობის და კოორდინაციის განვითარება, სისწრაფისა და მოქნილობის განვითარება, ზოგადი გამძლეიბის განვითარება.

















2015-2016 წ.
კლასი 9 2 სემესტრი. სპორტი მასწავლებელი შორენა შენგელია
N კვირა თვე თემის დასახელება რესურსები აქტივობა/ტიპი მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
31 მეთექვსმეტე კვირა იანვარი სირბილი.ბუქნი.ბუქნი ნახტომში.სიგრძეში ხტომი. ხალიჩა სამწყობრო მომზადების ვარჯიშები.ინდივიდუალური და გუნდური ვარჯიშები. ავითარებს სისწრაფეს და მოხერხებას
32 მოთელვა ბუქნი.ტექნიკა.კატა1.პრესი. ხალიჩა. ერთ ხაზზე დგომა და სინქრონული ვარჯიშები.ძუკი.აგე-უკე,სოტო-უკე.უჩი-უკე. ავითარებს სისწრაფეს. თავდაცვას.
33 მეჩვიდმეტე კვირა იანვარი-თებერვალი სირბილი და მოძრავი თამაშები. ლეიბი, რგოლი, კუბიკები. სწრაფი. გადაადგილება. ავითარებს სისწრაფეს და ძირითად ფიზიკურ თვისებსბს
34 სირბილი.სასპარინგო ტექნიქა.სპარინგი. ხალიჩა.კენტუსები. წინ გადადგილება.შეტევის განხორციელება.ოი-ძუკი. კიზამი-ძუკი ავითარებს სისწრაფეს და ძირითად ფიზიკურ თვისებსბს
35 მეთვრამეტე კვირა თებერვალი კატა. ხიან შოდანი.ძენკუცუდაჩის დგომიდან გადაადგილება. ადგილზე ხელის ტეკნიკა. და გადაადგილებით ავოთარებს გონებრივ და ფიზიკურ სისხარტეს.
36 კუმიტე.გოხონ-კუმიტე. კენტუსები. წყვილებში დგომა.ერთი მხარე არის შენტევი მეორე ტავდაცვას ახორცილებს ავითარებს სწრაფ მოქმედებას.
37 მეცხრამეტე კვირა თებერვალი სირბილი. ბუქნი. გაშლილ ხელებზე აზიდვა.მუჭებზე აზიდვა. ხალიჩა მოქმედების შესრულება თვლაზე. ავითარებს ზედატანის კუნტებს.
38 ტექნიქა. აგე-უკე.სოტო-უკე.უჩი-უკე. გედანბარაი. სინქრონული მოძრაობები ავითარებს დახვეწილ მოძრაობას კატის შესასრულებლად.
39 მეოცე კვირა თებერვალი გაწელვები ხალიჩა. მწყობრში დგომა და თვლაზე გაწელვითი. ავითარებს. სწორ ტანადობას.
40 თამაში "ჩემპიონი" ხალიჩა, კენტუსები წინასწარ განაწილება.გუნდებისტვის სახლების შერჩევა და მარჯვენა და მარცხენა მხარეს სიზანში ჯდომა. ავითარებს გუნდური თამაშებს.ერთმანეტის თანადგომას.
41 ოცდამეერთე კვირა თებერვალი-მარტი კატა. ხიან შოდანი.ძენკუცუდაჩის დგომიდან გადაადგილება. ხალიჩა ერთ ხაზზე დგომა და სინქრონული ვარჯიშები.ძუკი.აგე-უკე,სოტო-უკე.უჩი-უკე. სინქრონული მოძრაობებბი
42 კუმიტე.გოხონ-კუმიტე. კენტუსები. 2 წამყვანი მოსწავლე ირჩევს ბავშვებს და დგება 2 გუნდი ხელს უწყობს ფიზიკურ მომზადებას
43 ოცდამეორე კვირა მარტი ტექნიქა. აგე-უკე.სოტო-უკე.უჩი-უკე. გედანბარაი. ხალიჩა ერთ ხაზზე დგომა და სინქრონული ვარჯიშები.ძუკი.აგე-უკე,სოტო-უკე.უჩი-უკე. ხელს უწყობს კარატეში ზუსტი მოძრაობების სესრულებას
44 სირბილი. ბუქნი. გაშლილ ხელებზე აზიდვა.მუჭებზე აზიდვა. ხალიჩა მოქმედების შესრულება თვლაზე. ავითარებს ზედატანის კუნტებს.
45 ოცდამესამე კვირა კატა. ხიან შოდანი.ძენკუცუდაჩის დგომიდან გადაადგილება. ხალიჩა ერთ ხაზზე დგომა და სინქრონული ვარჯიშები.ძუკი.აგე-უკე,სოტო-უკე.უჩი-უკე. სინქრონული მოძრაობებბი
46 შპაკატი. ხიდი. ფეხებზე წვდომის სხვადასხვა ხერხები ხალიჩა. წრიულად ხალიცაზე ჯდომა და თვლაზე ვარჯიშების ჩატარება ხელს უწყობს სწორ ზრდას და განვითარებას
47 ოცდამეოთხე კვირა მარტი თამაში "ჩემპიონი" ხალიჩა, კენტუსები წინასწარ განაწილება.გუნდებისტვის სახლების შერჩევა და მარჯვენა და მარცხენა მხარეს სიზანში ჯდომა. ავითარებს გუნდური თამაშებს.ერთმანეტის თანადგომას.
48 კარატეს თეორიული გაკვეთილი დაფასთან გიჩინ ფუნაკოშის პრინციპის სწავლება ოსტატების შესწავლა
49 ოცდამეხუთე კვირა ტექნიქა. აგე-უკე.სოტო-უკე.უჩი-უკე. გედანბარაი. სინქრონული მოძრაობები ხელს უწყობს კარატეში ზუსტი მოძრაობების სესრულებას
50 სირბილი და მოძრავი თამაშები. სწრაფი. გადაადგილება. ავითარებს გამძლეობას
51 ოცდამეექვსე კვირა აპრილი აკრობატული ვარჯიშები ხალიჩა. 4 სკამი 4- 4ად ვიყოფით სპორტულ თამაშებში ხელის შეწყობა
52 კუმიტე.გოხონ-კუმიტე.სპარინგები ხალიჩა. კენტუსები წყვილებში დგომა.ერთი მხარე არის შენტევი მეორე ტავდაცვას ახორცილებს ხელს უწყობს ფიზიკურ მომზადებას
53 ოცდამეშვიდე კვირა ჯუი კუმიტე ხალიჩა კენტუსები წყვილებში დგომა.ერთი მხარე არის შენტევი მეორე ტავდაცვას ახორცილებს თავდაცვისა და შეტევების განხორციელება
54 მორავი თამაშები ბურთი, ტომრები, ტანვარჯიშის სკამი. მოსამზადებელი ნაწილი, მოძრავი თამაში, გაკვეთილის შეჯამება, ავითარებს ფიზიკურ თვისებებს, ეუფლება გუნდში თამაშის პრინციპს.
55 ოცდამერვე კვირა აპრილი
56
57 ოცდამეცხრე კვირა თამაში "ჩემპიონი" ხალიჩა, კენტუსები წინასწარ განაწილება.გუნდებისტვის სახლების შერჩევა და მარჯვენა და მარცხენა მხარეს სიზანში ჯდომა. ზოგად გამძლეობას და სისწრაფეს ავითარებს, იცავს გუნდურობის პრინციოს.
58 ტექნიქა. აგე-უკე.სოტო-უკე.უჩი-უკე. გედანბარაი. სინქრონული მოძრაობები ზოგად გამძლეობას და სისწრაფეს ავითარებს, იცავს გუნდურობის პრინციოს.
59 ოცდამეათე კვირა მაისი შპაკატი. ხიდი. ფეხებზე წვდომის სხვადასხვა ხერხები ხალიჩა წრიულად ხალიცაზე ჯდომა და თვლაზე ვარჯიშების ჩატარება ზოგად გამძლეობას და სისწრაფეს ავითარებს, იცავს გუნდურობის პრინციოს.
60 კატა. ხიან შოდანი.ძენკუცუდაჩის დგომიდან გადაადგილება. ერთ ხაზზე დგომა და სინქრონული ვარჯიშები.ძუკი.აგე-უკე,სოტო-უკე.უჩი-უკე. ავითარებს ზოგად გამძლეობას და სისწრაფეს, ავითარებს ყურადღების კონცენტრაციას.
63 ოცდამეთერთმეტე კვირა პრესი. აზიდვები ხელებზე, მუჭებზე. თითებზე ხალიჩა ერთ ხაზზე დგომა და სინქრონული ვარჯიშები. ავითარებს ზოგად გამძლეობას და სისწრაფეს, ავითარებს ყურადღების კონცენტრაციას.
64 ტექნიქა. აგე-უკე.სოტო-უკე.უჩი-უკე. გედანბარაი. შოტო-უკე ერთ ხაზზე დგომა და სინქრონული ვარჯიშები.ძუკი.აგე-უკე,სოტო-უკე.უჩი-უკე. ავითარებს ზოგად გამძლეობას და სისწრაფეს, ავითარებს ყურადღების კონცენტრაციას.
65 ოცდამეთორმეტე კვირა მაისი სიგრძეში ხტომა. ბუქნი.აზიდვა ხელებზე ლენტი. სასტვენი. ლენტით მონიშვნა განხორციელებული ნახტომის. სასტვენის ხმის გაგონებაზე იწყებს მოძრაობას. ხელს უწყობს ფიზიკურ მომზადებას
66 თამაში "ჩემპიონი" ხალიჩა. კენტუსები 2 წამყვანი მოსწავლე ირჩევს ბავშვებს და დგება 2 გუნდი ხელს უწყობს გუნდური ტიპის თამასების ოგანიზებას
67 შპაკატი. ხიდი. ფეხებზე წვდომის სხვადასხვა ხერხები ხალიჩა წრიულად ხალიცაზე ჯდომა და თვლაზე ვარჯიშების ჩატარება ხელს უწყობს სწორ ზრდას და განვითარებას
68 ტურიზმი თვალსაჩინოება მოსამზადებელი ნაწილი, საუბარი ტურიზმის შესახებ, გაკვეთილის შეჯამება. აზიარებს საერთო გადაწყვეტილებას, სწავლობს სირთულეების დაძლევას.
69 ოცდამეცამმეტე კვირა კუმიტე.გოხონ-კუმიტე. კენტუსები. წყვილებში დგომა.ერთი მხარე არის შენტევი მეორე ტავდაცვას ახორცილებს ხელს უწყობს ფიზიკურ მომზადებას
70 პრესი. აზიდვები ხელებზე, მუჭებზე. თითებზე ხალიჩა ერთ ხაზზე დგომა და სინქრონული ვარჯიშები.ძუკი.აგე-უკე,სოტო-უკე.უჩი-უკე. ავითარებს ზოგად გამძლეობას და სისწრაფეს, ავითარებს ყურადღების კონცენტრაციას.
71 ოცდამეთოთხმეტე კვირა ივნისი კარატეს თეორიული გაკვეთილი დაფასთან გიჩინ ფუნაკოშის პრინციპის სწავლება ოსტატების შესწავლა
72 ტურისტული აღჭურვილობა თვალსაჩინოება, მოგზაურების ბიოგრაფია, თაბახი, მარკერები. მოსამზადებელი ნაწილი, ტურისტული აღჭურვილობის გაცნობა, კითხვა-პასუხი, გაკვეთილის შეჯამება. იცნობს   ტურიზმის სახეებს, ახერხებს ტურისტული აღჭურვილობის გამოყენებას.
73 ოცდამეთხუტმეტე კვირა ივნისი ტურისტული აღჭურვილობა თვალსაჩინოება, მოგზაურების ბიოგრაფია, თაბახი, მარკერები. მოსამზადებელი ნაწილი, ტურისტული აღჭურვილობის გაცნობა, კითხვა-პასუხი, გაკვეთილის შეჯამება. იცნობს   ტურიზმის სახეებს, ახერხებს ტურისტული აღჭურვილობის გამოყენებას.
74 ვარჯიში სუფთა ჰაერზე. ხალიჩა. კენტუსები მოსამზადებელი ნაწილი, საუბარი ბუნებრივ ობიექტებზე, ჯგუფური თამაში,-დავიკარგე ტყეში გაკვეთილის შეჯამება. იცნობს   ტურიზმის სახეებს, ახერხებს ტურისტული აღჭურვილობის გამოყენებას.
75 ტურისტული ლაშქრობა. ტურისტული აღჭურვილობა გაკვეთილის შეჯამება. გარემოში ორიენტირება, ტურისტული გამოცდილების მიღება.